ქედელში ღორების ფერმა 2018 წელს ამუშავდა. მანამდე მაცხოვრებლები ძროხების მოვლით იყვნენ დაკავებული. პირველი ძროხა თემმა 2000 წელს შეიძინა და დროთა განმავლობაში 32 მდე გაზარდა. ფერმა ქედელში პირველი შრომითი სახელოსნოა. ცხოველებთან ურთიერთობას და მათზე ზრუნვას მაცხოვრებლებისთვის თერაპიული დატვირთვა აქვს.  ცხოველს სჭირდება ყოველდრიური ყურადღება, კვება და დასუფთავება. ამ აქტივობების შესრულება ადამიანის რიტმის ჩამოყალიბებში ღებულობს მონაწილეობას, ავითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და ხელს უწყობს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების აღმოჩენასა და განვითარებას. ასევე, ფერმა თემისთვის  საკუთარი შემოსავლის წყაროა. ხორცი გამოიყენება როგორც პირადი მოხმარებისთვის, ისე გასაყიდად.

member member member member member
img

ინფორმაცია

  • ნონეშვილის 5, სიღნაღი, საქართველო
  • qedelicommunity@gmail.com
  • +995 599 23 09 38

ვებ-გვერდი შექმნილია "თემი ქედელის" მიერ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული COVID-19 სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "თემი ქედელი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

img